„ტვინ პიქსი“ ანუ დიდი გამოღვიძება
ჩემი აზრით, მთავარი, რითაც ლინჩი მაყურებელს იზიდავს, არის შესაძლებლობა, დატკბეს კიტჩთან მიახლოებული (ხანდახან - იგივეობრივი) სილამაზით, ოღონდ დანაშაულის განცდით გამოწვეული გულისრევის შეგრძნების გარეშე. ჩვენ ხომ დღეს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მშვენიერება კიტჩს დაემთხვა.