Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2018

ირანში გამოსვლები გრძელდება, აშშ-ს გაეროში არაერთგვაროვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს

0
ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში. დაღულია 22 ადამიანი, დაკავებულია 1700-ზე მეტი პირი. ამ ქვეყანაში მსგავსი მასშტაბის ანტისამთავრობო გამოსვლები თთქმის ათი წელია არ ახსოვთ. გამოსვლები გრძელდებოდა 5 იანვრის ღამეს. სოციალური მედია ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ჩანს დემონსტრაცია თეირანში, მიუხედავად დიდი რაოდენობის პოლიციისა. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურს აქვს ირანში მყოფი სანდო წყაროების ცნობა, რომ 6 იანვარს, ქვეყნის სასულიერო მმართველების საწინააღმდეგო დემონსტრაციებიები გაიმართა თაქესთანში, არააქში, მასჯედ სოლეიმანში, მაშჰადში, ყაზვინში, რაშთში, ლაჰიჯანში და ხომეინიში, სადაც აიათოლა ხომეინი, ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებელი დაიბადა. ეს გამოსვლები იმართება მაშინ, როცა აშშ-ის ელჩმა გაეროში, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გახსნისას გრძნობით ილაპარაკა ირანის “მამაც“ მოქალაქეებზე, რომლებმაც საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს მათი ქვეყნის ქუჩებში. ნიკი ჰეილის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ისინი, „საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აყენებენ„. ჰეილის თქმით, ირანის ხალხმა ამბოხი მოაწყო 79 დასახლებულ პუნქტში. საბჭოს სხდომა აშშ-ის მოთხოვნით გაიმართა. ჰეილიმ განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის ქმედებები მსოფლიოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა 5 იანვარს გაიმართა მალევე მას მერე, რაც საბჭომ დახურულ კარს მიღმა კონსულტაციები გამართა რუსეთის მოთხოვნით. მოსკოვი წინააღმდეგი იყო საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვისა, რომელზეც რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ, განაცხადა, რომ აშშ „უშიშროების საბჭოს პლატფორმას ბოროტად იყენებს„ და რომ ეს იყო „ყალბი„ მიზეზი, რათა ჩარევა მომხდარიყო წევრი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. ირანის ელჩმა გაეროში, ღოლამალი ხოსრომ ასევე დაადანაშაულა აშშ „დაშინებასა„ და სხდომის მოწვევის უფლების „ბოროტად გამოყენებაში„. ელჩის თქმით, მოწვევის საკითხი მის მის მანდატს სცილდება. ჩინეთის, შვედეთის ბოლივიის და სხვა ქვეყნების ელჩებმა ასევე გამოხატეს თავშეკავება იმის გამო, არის თუ არა საბჭო საპროტესტო გამოსვლების განხილვის ადგილი. აშშ-ის იმედისთვის, დემონსტრანტთა მომხრეები შეეკრიბა, ალბათ, უდიდესი დარტყმა იყო ევროპელი მოკავშირეების მხრიდან  გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე ამ საკითხის დასმის მართებულობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მხოლოდ ბრიტანეთის ელჩმა მეთიუ რაიკროფტმა დაიცვა ღიად ეს ნაბიჯი. საფრანგეთის ელჩმა გაეროში, ფრანსუა დელატრმა განაცხადა, რომ ირანში გამოსვლები, როგორც ასეთი, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. აშშ-ის ახლო მოკავშირეთა პოზიციას მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადება ტვიტერით, რომ ირანმა წარმატებით დაძლია აშშ-ის მცდელობა,  ირანში გაეროს გზით ჩარევისთვის მიეღწია. ზარიფის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭომ უარი უთხრა აშშ-ის ღია მცდელობას, მიეტაცებინა მისი მანდატი, რაც ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი საგარეოპოლიტიკური მარცხია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონმა არ დამალა ირანის გამოსვლების მიმართ დასავლელი მოკავშირეების პოზიცის გამო იმედგაცრუება. 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России