აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა
აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ლევან მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ში არ აკონკრეტებენ, თუ როდის დაწერა ლევან მაისურაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება. ლევან მაისურაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა.