Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Январь
2018

ლავროვი ტრამპს ადანაშაულებს ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში

0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადანაშაულებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში. რუსი მინისტრის ვარაუდით, ტრამპის განცხადებებს შესაძლოა შეთანხმების გაუქმება მოჰყვეს. ლავროვმა 15 იანვარს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიმოიხილა გასულ წელს რუსი დიპლომატების მიერ გაწეული სამუშაო და გამოთქვა შეფასება, რომ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების მიზანია, ჩაიშალოს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს არ უწყებს „ოპტიმიზმსა და სტაბილურობას“. ლავროვის თქმით, მოსკოვი არ ემხრობა იმას, „რის გაკეთებასაც შეერთებული შტატები ცდილობს“ შეთანხმების ტექსტის შეცვლით და ისეთი საკითხების დამატებით, რომლებიც „სრულიად მიუღებელია ირანისათვის“. შეთანხმებით, რომელსაც ირანმა 2015 წელს მიაღწია აშშ-თან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ეს ქვეყანა უარს ამბობს ბირთვული იარაღის შექმნაზე მისი საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გავა, თუ არ გამოსწორდება შეთანხმების „საშინელი ხარვეზები“. აშშ-ის მიმართ კრიტიკის ფონზე, ლავროვმა 15 იანვარს რუსეთი წარმოსახა კონსტრუქციულ ძალად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში სტაბილურობასა და კონფლიქტების მოგვარებას. მეორე მხრივ, აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ რეგიონულ და გლობალურ დესტაბილიზაციაში ისეთი ქმედებებით, როგორიცაა უკრაინაში შეჭრა, სირიის ომში მმართველი რეჟიმის მხარდაჭერა და უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России