საგრძნობლად გაზრდილი თანამდებობრივი სარგოები რუსთავის საკრებულოში
გასულ კვირაში გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილებით, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ახალ ნორმებს ემყარება, 2018 წლის პირველი იანვრიდან რუსთავის თვითმმართველობის თანამშრომელთა ანაზღაურება 65-70 პროცენტით გაიზარდა.