მაიკ პენსი „კატასტროფად“ მიიჩნევს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განმეორებით აღნიშნა, რომ აშშ გავა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებიდან, თუ მასში ცვლილებები არ შევა. პენსმა ამ შეთანხმებას „კატასტროფა“ უწოდა 22 იანვარს ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას. ასევე 22 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ევროპელები მიზანშეწონილად მიიჩნევენ თეირანის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული აშშ-ის გასვლა ბირთვულ პროგრამაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმებიდან. მიმდინარე თვეში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს ევროპელ მოკავშირეებთან და კონგრესთან ერთად მუშაობა ირანთან შეთანხმებიდან „კატასტროფული ხარვეზების“ ამოსაღებად. მაგრამ თეირანი გამორიცხავს ცვლილებებს შეთანხმებაში, რომლის მიმართ მხარდაჭერასაც ადასტურებენ დანარჩენი ხელმომწერებიც: ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი.