შსს-მ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა – დავით ლაცაბიძე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. როგორც შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. „შინაგან საქმეთა […]