ქუთაისის N2 სამშობიაროს ექიმები ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ
ქუთაისის N2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. მათი თქმით, კლინიკის დირექტორი უკანონოდ დააკავეს. ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სათანადო მტკიცებულებები არ წარმოადგინა. „თავად ვესწრებოდი ოპერაციას და რაიმე გართულება არ ყოფილა, პაციენტის გარდაცვალება კი თვითმკურნალობამ გამოიწვია“, – აცხადებს მეან-გინეკოლოგი ეკა ჩინჩალაძე. საქმე ეხება საკეისრო კვეთას, რომელიც ირაკლი მერკვილაძემ 2012 წლის 7 იანვარს 21 წლის […]