სირიის ოპოზიცია არ დაესწრება რუსეთის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას
სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, სირიის მოლაპარაკებების კომისიამ, განაცხადა, რომ არ დაესწრება რუსეთის მიერ ორგანიზებულ „სამშვიდობო კონგრესს“, რომელიც სოჭში გაიმართბეა 29-30 მაისს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა იაჰია ალ-არიდიმ შაბათს განაცხადა, თქვა, რომ სირიის მთავრობას და მის მოკავშირე რუსეთს ოპოზიციისთვის არ მიუციათ საჭირო დაპირებები და რომ სოჭის შეხვედრა არის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს სამშვიდობო შეთანხმებას. სირიის ოპოზიციის ლიდერმა, ნასერ ალ-ჰარირიმ თქვა, სირიის რეჟიმი არ არის დაინტერესებული სამშვიდობო მოგვარებით, მას მხოლოდ სამხედრო მოგვარების სჯერაო.