ოსვენციმიდან ბაბი იარამდე
ბაბი იარში ნაცისტების მიერ ებრაელი კაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივი დახოცვა პირველ რიგში გამოირჩევა თავისი მაშტაბით: 22 ათასი ებრაელის განადგურება 12 საათზე ნაკლებ პერიოდში, თითქმის 34 ათასი ებრაელის განადგურება 36 საათის განმავლობაში. არც ადრე და არც მერე, არც ოსვენციმის და არც ტრებლინკის სიკვდილის ბანაკში ამდენი ებრაელი არ დაუხოცავთ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.