27 იანვარს ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
27 იანვარს ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სამხრეთ პოლონეთში მდებარე ოსვენციმში შეიკრიბნენ სიკვდილის ბანაკში ტყვეობას გადარჩენილები. დღეს აღინიშნება ნაცისტებისგან ოსვენციმის განთავისუფლების 73-ე წლისთავი. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პატივი მიაგო ვარშავის გეტოს 1943 წლის აჯანყების მსხვერპლთა მემორიალს. გერმანიის კანცლერმა აგელა მერკელმა ამ დღის აღსანიშნავად, თავის შაბათის მიმართვაში ყურადღება გაამახვილა მზარდ ანტისემიტიზმზე. მისი თქმით, სკოლებმა, სადაც ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიას ასწავლიან, უფრო მეტი უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით მიისთვის, რომ არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულმა იმიგრანტმა მოსწავლეებმა არ გამოავლინონ ანტისემიტიზმი. ამაოსბაში ისრაელმა მოუწოდა პოლონეთს, გააუქმოს მიმდინარე კვირაში პარლამენტის მიერ მოწონებული კანონპროექტი. ის უკანონოდ აცხადებს მტკიცებულებებს, რომ პოლონეთს რაიმე პასუხსიმგებლობა ეკისრებოდა ნაცისტური გერმანიის მიერ მის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებებისთვის.