ქაბულის ცენტრში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, დაჭრილია 158. 27 იანვარს განხორციელებული თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა.