ქაბულში თავს დაესხნენ სამხედრო აკადემიის მცველებს
სულ მცირე 5 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაიჭრა ქაბულში, სამხედრო აკადემიის საგუშაგოზე 29 იანვარს მომხდარი თავდასხმის შედეგად. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, დაულატ ვაზირიმ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ საგუშაგოსთან თავი აიფეთქა ორმა თვითმკვლელმა, კიდევ ორი თავდამსხმელი ავღანელმა ჯარისკაცებმა მოკლეს და ერთი დააკავეს. ვაზირის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო არა სამხედრო აკადემიის, არამედ მისი ტერიტორიის დამცველი ქვედანაყოფის წინააღმდეგ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ.“ 27 იანვარს, ძლიერი აფეთქება მოხდა ქაბულში, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან. დაიღუპა ასზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა მოძრაობამ, „თალიბანმა.“