უკრაინის სასამართლომ თებერვლამდე გადადო პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა
უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო, ადმინისტრაციული პალატა 16 თებერვალს გააგრძელებს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვას. სააკაშვილი უკანონოდ მიიჩნევს მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პოროშენკოს მიერ 2017 წლის ივლისში ხელმოწერილ განკარგულებას. ინტერნეტგამოცემის, „უკრაინსკა პრავდა“-ს ინფორმაციით, 29 იანვარს გამართულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს რამდენიმე შუამდგომლობით, მათ შორის მესამე მხარედ უკრაინის საიმიგარციო სამსახურის ჩართვის შესახებ. საკასაციო პალატამ შუამდგომლობები დააკმაყოფილა და შემდეგი სხდომა 16 თებერვალს დანიშნა.