არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადასვენების თარიღის გარკვევას ცხინვალელი ჟურნალისტებიც ცდილობენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით კვლავ არ ასახელებს საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის თარიღს. ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა, გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორმა, თემურ ცხურბათიმ 5 მარტს, რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ დილით ესაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებმაც ვერ დაუკონკრეტეს ცხედრის გადასვნების დრო. თემურ ცხურბათიმ აღნიშნა, რომ ამ საკითხისადმი დიდია ოსური მედიის ინტერესიც. დე ფაქტო ხელისუფლება უკვე რამდენიმე დღეა აცხადებს, რომ ოჯახისთვის ცხედრის გადაცემამდე რუსეთიდან ელოდება ექსპერტიზის პასუხს.