ოფიციალური ინფორმაციით, გუდაურში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ინციდენტისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - განაცხადა საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ გუდაურში დაშავებული ორი პაციენტის მონახულების შემდეგ.მისი თქმით, „ღუდუშაურის კლინიკაში“ გადმოყვანილ უკრაინელ ქალს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში გუდაურში დაშავებული ექვსი პაციენტია მოთავსებული.