ცხედრის გადმოცემა კიდევ ორი კვირით გაჭიანურდება?
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი ისევ ბუნდოვანია და მოლოდინი, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ცხინვალის რეჟიმისგან ამ მხრივ საიმედო ვერაფერი მოისმინეს ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან, რომლებიც 7 მარტს ცხინვალში მომდევნო (43-ე) რაუნდისთვის (27-28 მარტი) მოსამზადებლად ჩავიდნენ.