ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული – ინფორმაციას საგარეო უწყებაში ადასტურებენ
Facebook Messenger Viber Twitter ქუვეითის აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქეა დაკავებული. ისინი ქართული მხარისგან დახმარებას ითხოვენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. „საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხრესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ სამინისტროში.