პუტინი და ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები
რუსეთის პრეზიდენტს არ დაუგეგმავს შეხვედრა 23 რუს დიპლომატთან, რომლებიც ბრიტანეთიდან გააძევეს ამ ქვეყანაში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის, მოწამვლის შემდეგ. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა 20 მარტს, როცა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონში რუსეთის საელჩოდან გაემგზავრა სამი ავტობუსი დიპლომატიური ნომრებით.