ნინო ლომჯარია: "ერთობლივი ძალისხმევის შედეგია საერთაშორისო რეზონანსი, რაც ამ საქმეს ახლავს"
ერგნეთში ჩავიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მან განაცხადა: „ეს არის საზოგადოების ყველა მხარის ერთსულოვნების შედეგი, იქნება ეს: საპატრიარქო, სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, მედია, სახალხო დამცველი, საერთაშორისო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი. ყველას ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის საერთაშორისო რეზონანსი, რაც ამ საქმეს ახლავს. თუმცა, დაველოდოთ, რა თქმა უნდა. დადასტურებით არაფრის თქმა შემიძლია“.