ხუთამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი კემეროვოში
ხუთამდე გაიზარდა რუსეთის ქალაქ კემეროვოს მთავარ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ოფიციალური ცნობით, დაღუპულთა შორის სამი ქალი, ერთი ბავშვი და ერთი მამაკაცია. მანამდე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით„ინტერფაქსმა" გაავრცელა ინფორმაცია სამი ბავშვის დაღუპვის შესახებ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით ჰოსპიტალიზებულია 30 კაცი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება.