ირაკლი კობახიძემ რუსეთი ადამიანების გატაცებაში დაადანაშაულა
რუსეთი გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს, იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" თანახმად კობახიძე სიტყვით გამოვიდა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე. რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის უახლეს შემთხვევად საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დაასახელა არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც ცხინვალში დააკავეს და წამების შედეგად გარდაიცვალა.