ექსტრემიზმი და ძალის პროპორციული გამოყენება
გასულ კვირაში მიწას მიაბარეს ფრანგი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი არნო ბელტრამი, რომელიც ექსტრემიზმის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია ევროპაში. ისლამური ექსტრემიზმის საფრთხემ ბოლო ხანს კვლავ იჩინა თავი საქართველოშიც, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა და მათ მოკავშირეთა გამოსავლენად მკაცრი ზომები ტარდება.