ერევანში მსხვერპლი მოჰყვა ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმას
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა ერევანში, ბანკ HSBC-ის ფილიალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ბანკში შეიჭრა დანით, შაშხანით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც ორი თანამშრომელი დაჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ცნობითვე, თავდამსხმელმა შეძლო თანხის გატაცება და გაქცევა სცადა, თუმცა ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ალყაში მოაქციეს, რა დროსაც პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ერთი მათგანი დაჭრა. პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელი განიარაღებული და დაკავებულია.