აშშ-ს თავშესაფრის მოთხოვნით სარეკორდო რაოდენობით რუსმა მიმართა
ამერიკის საელჩოს რუსეთში 2017 წელს 2 664-მა ადამიანმა მიმართა, რამაც 24 წლის წინ დაფიქსირებულ სარეკორდოდ მაღალ ნიშნულსაც გადააჭარბა. თავშესაფრის მსურველთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით გაიზარდა. მათი რიცხვი ყოველ წელს იმატებს 2012 წლიდან.