ლიტვამ საქართველოს Sakartvelo უწოდა
დღეიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება Sakartvelo-ა. ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა. დღემდე საქართველოს ლიტველები „გრუზიას“ უწოდებდნენ. სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად. „გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“ - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა ქართულ ენაზე.