პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე და ქართული მედიის გამოწვევები
3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, შეიძლება ითქვას, მედია საქართველოში რამდენიმე საყურადღებო მაჩვენებლითა და ნიშნით შეხვდა. თუკი თავდაპირველად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებულ ანგარიშებში ჩავიხედავთ, უნდა ითქვას, რომ, მათი შეფასებით, ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა კვლავაც საკმაოდ პოლარიზებული.