ბათუმელების ნაწილი ბულვარში მიმდინარე უკანონო მშენებლობას აპროტესტებს
ბათუმის ბულვარის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობს. ბულვარის სასეირნო მთავარ ბილიკთან, ზღვის გასწვრივ, პლაჟზე, იქ, სადაც მანამდე ღია ღამის კლუბი „მანდარინი“ იყო, ახლა ეთნოგრაფიული სახლი შენდება.