ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში სროლის შედეგად
უკრაინა აცხადებს, რომ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში სროლის შედეგად. თავდაცვის სამინისტროს 7 მაისის ცნობით, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ბოლო დღე-ღამეში 80-ჯერ დაარღივეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არტილერიის, ნაღმსატყორცნების, ავტომატური იარაღის გამოყენებით. ამასობაში, სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარებმა დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - კერძოდ, 30-ჯერ და დაჭრეს სამოქალაქო პირი. 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული, დონბასის რეგიონში 10300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა კიევის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის შეტაკებებმა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებმა, რომლებიც მინსკის პროცესის ნაწილია, ვერ შეძლო ძალადობისთვის ბოლოს მოღება.