უზბეკეთის პრეზიდენტი თეთრ სახლს ეწვია
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიაევი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხვდება, რაც აღიქმება, როგორც ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკის იზოლაციის შესაძლო დასასრული. ბოლოს უზბეკეთის ლიდერი ამერიკას 2002 წელს ეწვია. მას შემდეგ, მირზიავის წინამორბედის, ისლამ ქარიმოვის ავტორიტარულმა მმართველობამ გარესამყაროსთან წყვეტა გამოიწვია. შავკათ მირზიაევი ცდილობს ქვეყანაში რეფორმები გაატაროს და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს.