აშშ-მა უკრაინის ეროვნულ გვარდიას 500 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი გადასცა
აშშ-მა უკრაინის ეროვნულ გვარდიას პირველად გადასცა RSRL-1 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნები. ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა. მას არ დაუზუსტებია, რა პირობებით მიიღო უკრაინამ ყუმბარმტყორცნები და აქვს თუ არა არმიას მათი სეპარატისტულ რეგიონებში გამოყენების ნებართვა. უკრაინის არმიამ იარაღი აშშ-იდან უკვე 2017 წლის ბოლოს მიიღო. 2018 წლის მარტში ვაშინგტონმა დაამტკიცა გეგმა, მიაწოდოს უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯეველინი“, რომელიც, შეთანხმებით, დონეცკის რეგიონში არ იქნება გამოყენებული .აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტში, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება 620 მილიონი დოლარით განისაზღვრება.