„თავისუფლების ქარტიის კომისიამ“ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა ფაშისტურ მოძრაობას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოქმედი „თავისუფლების ქარტიის კომისია“ წერილობით გაფრთხილებას უგზავნის ფაშისტურ მოძრაობას. როგორც “ინტერპრესნიუსი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, წერილობითი გაფრთხილების მიხედვით, თუკი “ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლები ფაშისტურ სიმბოლიკას გამოიყენებენ, მათ წინააღმდეგ “თავისუფლების ქარტიის" კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.