Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Май
2018

ნინო ოთხოზორია: გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი მოახერხა

0
ნინო ოთხოზორია: გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი მოახერხა

19 მაისს ორი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ქართულმა მხარემ მკვლელობისთვის მსჯავრდებული რაშიდ კანჯი-ოღლის გადაცემა კვლავ უშედეგოდ მოითხოვა ოკუპირებულ გალში, 18 მაისს გამართულ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე. მეორე წელია თბილისის დელეგაცია კანჯი-ოღლის გადაცემას მოითხოვს როგორც გალის შეხვედრებზე, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროს.

„ყველა შეხვედრაზე ისმება საკითხი, რომ მკვლელი გადმოცემული იყოს და საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული, მაგრამ ორი წელია არც გადმოცემულია და არც იქ დაუსჯიათ“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას გიგა ოთხოზორიას ცოლმა, ნინო ოთხოზორიამ. მისი თქმით, გამოდის, რომ სახელმწიფომ ვერაფერი მოახერხა. „ამის ცალკეული მიზეზები არსებობს, მაგრამ მინდა რომ ვიღაცისთვის მაინც არსებობდეს სამართლიანობის სინდრომი. იცოდეს, შემდეგში რომ არ შეიძლება მსგავსი რაღაც“ - ამბობს ნინო ოთხოზორია.

2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ურთიერთშელაპარაკებისას, გიგა ოთხოზორიას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა აფხაზმა „მესაზღვრემ“ რაშიდ კანჯი-ოღლიმ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალა. დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების საფუძველზე, ადგილობრივმა სასამართლომ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 2017 წლის მაისში, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის საბაბით შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლისსამართლებრივი დევნა.

2017 წლის მარტში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველოს ხელისუფლების მიერ კანჯი-ოღლი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამო, 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей





Москва

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: 1 июня начнется фестиваль «Лето в Москве. Все на улицу!»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Олег Лундстрем

«Борис Фрумкин – 80!»: Государственный камерный оркестр джазовой музыки имени Олега Лундстрема отпраздновал юбилей своего худрука большим концертом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Пассажир остановившегося в тоннеле метро поезда рассказал о происходившем в вагоне

День защиты детей празднуют в мире 1 июня

Для пользы тела. «Мой спортивный район» начинает летние тренировки


Ролан Гаррос

Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Поминальную кутью раздадут гостям церемонии прощания с Анастасией Заворотнюк



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России