ბრიტანეთში სამეფო ქორწილისთვის ემზადებიან
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ჰარის და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილისთვის ემზადება. უინძორის სასახლესთან ათასობით ადამიანი დილიდან შეიკრიბა, რათა ცერემონიას თვალყური ადევნოს.
ქორწილში მიწვეული არიან ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობი იდრის ელბა, მუსიკოსი ჯეიმს ბლანტი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და ჯორჯ და ამალ კლუნები, რომლებიც უკვე მივიდნენ უინძორის სასახლეში.