კოსოვოში რვა კაცს გამოუტანეს განაჩენი ისრაელის საფეხბურთო გუნდზე თავდასხმის დაგეგმვისთვის
კოსოვოს სასამართლომ რვა პირს მიუსაჯა პატიმრობა ტერორიზმში ბრალდებით, ისრაელის საფეხბურთო ეროვნულ გუნდზე და გულშემატკივრებზე თავდასხმის დაგეგმვისთვის. თამაში ალბანეთში გაიმართა, 2016 წელს. პრიშტინის სასამართლომ, 18 მაისს 18 თვიდან ათ წლამდე სხვადასხვა ვადით განაჩენი გამოუტანა პირებს, რომლებიც კოსოვოდან არიან. ერთი პირი დააჯარიმეს 2500 ევროს ოდენობის თანხით. მსოფლიოს თასის შერჩევით ტურნირში ერთმანეთს ხვდებოდნენ ისრაელის და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები. მატჩი თავდაპირველად დანიშნული იყო ქალაქ შხოდერში, მაგრამ უსაფრთხოების მოსაზრებებით გადაიტანეს ელბასანში.