გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს 6 ქვეყნის პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს უმასპინძლებს
Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, სომხეთის პრეზიდენტებსა და ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. უმაღლესი დონის სტუმრები საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად […]