ავღანეთში 3,7 მილიონი ბავშვი ვერ დადის სკოლაში
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)ანგარიშის თანახმად, მაღალი ინტენსივობის კონფლიქტის გამო ქვეყანაში დაახლოებით 3,7 მილიონი ბავშვი ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს. 2 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის სახელია „გლობალური ინიციატივა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები“, შეეხება ავღანელ ბაშვებს, რომელთა ასაკი შვიდიდან 17 წლამდეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2002 წლიდან ავღანეთში გაიზარდა სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა. ანგარიში ავტორები მოუწოდებენ ავღანეთის მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მოუარონ ამ პრობლემას.