ზაზა სარალიძე არ იმყოფება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე
რუსთაველის პროსპექტზე, სადაც განახლდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, არ იმყოფება ზაზა სარალიძე. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად კუპრავამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ამჟამად ის სახლში იმყოფება. მანამდე თავად ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ იგი მარტო დარჩება ბრძოლის ველზე. “მე ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში. რუსთაველზე ანტისამთავრობო აქციის პარალელურად გრძელდება ე.წ. კონტრაქცია ვაკის პარკში, რომლის მონაწილეებმა შესთავაზეს ზაზა სარალიძეს, რომ „ჩამოშორდეს „ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულ აქციას“ და შეუერთდეს ხალხის პროტესტს.