სენცოვი „დიდ შვიდეულს“ მოუწოდებს, დაეხმაროს რუსეთში დაკავებულ უკრაინელ პოლიტპატიმრებს
უკრაინელმა რეჟისორმა, რუსეთში დაპატიმრებულმა ოლეგ სენცოვმა „დიდ შვიდეულს“ მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინელ პოლიტპატიმრებს. სენცოვმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომელიც თავის საიტზე გამოაქვეყნა უკრაინის ტელეარხმა „გრომადსკოემ“. რეჟისორი მადლობას უხდის ლიდერებს ჰიბრიდულ ომში უკრაინის დახმარებისათვის და თხოვს, ყურადღება მიაქციონ არა მარტო თავად სენცოვს, არამედ რუსეთის ციხეებში მყოფ დანარჩენ უკრაინელ პოლიტპატიმრებსაც. სენცოვმა 14 ივნისს დაიწყო შიმშილობა რუსეთის ციხეებიდან და კოლონიებიდან უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. უფლებადამცველები ასეთ პატიმრებად მიიჩნევენ 64 უკრაინელს. მათგანი ოთხი შიმშილობს: ოლეგ სენცოვი, ალექსანდრ კოლჩენკო, ალექსანდრ შუმკოვი და ვლადიმირ ბალუხი. უკრაინელი რეჟისორი რუსეთში გასამართლებულია ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით, რომელსაც ის კატეგორიულად უარყოფს.