დირბის ტაძრის წინამძღვარი ერგნეთში ქართველ სამართალდამცავებს გადაეცა
სულ ცოტა ხნის წინ ერგნეთის საგუშაგოზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ პოლიციელებს გადასცეს სოფელ დირბის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოანე ოხანაშვილი. ის 5 ივნისს დილით სოფელ დვანთან დააკავეს რუსმა სამხედროებმა. მამა იოანე ოხანაშვილს ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ ასეთივე ბრალდებით დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრები, თემურ დუდაშვილი. ის დაკავების მომენტში საქონელს მწყემსავდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონო დაკავების ფაქტები აცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.