Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июнь
2018

ინერტული მასალების მოპოვება, ჯარიმები და მოსახლეობის თხოვნა

0
ინერტული მასალების მოპოვება, ჯარიმები და მოსახლეობის თხოვნა

მიმდინარე წელს კახეთში მდინარეებიდან ინერტული მასალების თვითნებური მოპოვების გამო 20 ადამიანი დააჯარიმეს. ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდეა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ წიაღის შესახებ საქართველოს კანონი  შესაცვლელია და არაკომერციული მიზნებისთვის ხალხს სამშენებლო  მასალა უფასოდ უნდა ეძლეოდეს. ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. რა პოზიცია აქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს?

ჩემი აზრით,  ხალხს უნდა შეეძლოს ინერტული მასალის უფასოდ გატანა. ადრე ასე იყო და მდინარის კალაპოტებიც სუფთავდებოდა.

„საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალების თვითნებური მოპოვება. საქართველოში წიაღით სარგებლობაზე ლიცენზია გაიცემა და ფასიანია”, -  ვკითხულობთ წიაღის შესახებ საქართველოს კანონში, თუმცა კახეთში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს,  რომ ეს კანონი შესაცვლელია. საამისოდ მათი არგუმენტი ისაა, რომ ხევებსა და მდინარეებში წლების განმავლობაში დაგროვებული მთიდან ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ქვიშა დიდ პრობლემებს ქმნის.  ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანების თქმით,  თუკი  სახელმწიფო მათ ხევებიდან  პერიოდულად სამშენებლო სამუშაოებისთვის ვარგისი ქვისა და ქვიშის გატანის უფლებას მისცემს, წყალდიდობის დროს მდინარეებიდან წყლის გადმოსვლის საფრთხე მოიხსნება და ადგილობრივი მოსახლეობაც სამშენებლო მასალით უფასოდ ისარგებლებს.

„ჯერ ისედაც გაღატაკებული ხალხი ვართ სოფელში და რით უნდა იარსებოს ადამიანმა, რომ ქვაც იყიდოს და ქვიშაც?!“

„ბუნების წარმონაქმნია და ხალხმა უნდა ისარგებლოს ამით უფასოდ“.

„ჩემი აზრით,  ხალხს უნდა შეეძლოს ინერტული მასალის უფასოდ გატანა. ადრე ასე იყო და მდინარის კალაპოტებიც სუფთავდებოდა“.

„ეგ მთავრობის ნებაა, ხალხს არავინ  არაფერს ეკითხება“.

წიაღის მოპოვების მიმართ დიფერენცირებული მიდგომის მომხრეა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე  და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, ზოგადად, წიაღის მოპოვება ფასიანია, თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, უნდა დაიშვას გამონაკლისები, როცა  ადამიანებს ინერტული მასალის მოპოვების საშუალება უფასოდ მიეცემა. თუ რატომ, ჩხობაძე ამის მიზეზსაც განმარტავს:

იმის გამო, რომ ხევი სავსეა ნაშალით, ჩვენ ვერ დავუშვებთ ვინმეს  მასალის უკანონოდ მოპოვების უფლება მივცეთ. ამისთვის არის გამგეობა და  შესაძლებელია მოლაპარაკების გამართვა სამთავრობო დონეზე...

გიორგი სურამლიშვილი

​„არსებობს მდინარეები, რომელსაც ნატანი აქვს ძალიან დიდი და ზოგ შემთხვევაში მას სჭირდება გასწორხაზოვნება  და, შესაბამისად, ქვების ამოღება. ამის საფუძველზე შეიძლება ვინმეს მასალა მიეცეს უფასოდ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ დურუჯი.  მდინარე დურუჯს აუცილებლად სჭირდება იმ ფიქალისგან გასუფთავება, რომელიც  მდინარეს მოაქვს.  შესაბამისად, უნდა არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომები,  მაგრამ, ზოგადად,  წიაღის მოპოვება, ცხადია, მაინც არის ფასიანი.  რისთვის გვყავს ამდენი მაჟორიტარი დეპუტატი  პარლამენტში?!  შეიკრიბონ და რაღაცა გააკეთონ ამ კუთხით. მათი მხრიდან პირველ ეტაპზე საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება“.

„იმის გამო, რომ ხევი მთიდან ჩამოტანილი ქვა-ღორღით სავსეა, ჩვენ ვერ დავუშვებთ   ვინმეს მასალის უკანონოდ მოპოვების საშუალება მივცეთ“, - გვითხრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს იურისტმა გიორგი სურამლიშვილმა. მისივე თქმით, თუკი ასეთ გამონაკლისს ვინმე დაუშვებს, ეს უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე  მიღებული გადაწყვეტილება და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოთხოვნის მიზეზები უნდა განმარტონ, თუ რატომ არის კონკრეტული ხევიდან მოსახლეობისთვის მასალის უფასოდ მიცემა საჭირო:

„იმის გამო, რომ ხევი სავსეა ნაშალით, ჩვენ ვერ დავუშვებთ ვინმეს  მასალის უკანონოდ მოპოვების უფლება მივცეთ. ამისთვის არის გამგეობა და  შესაძლებელია მოლაპარაკების გამართვა სამთავრობო დონეზე. ისინი განსაზღვრავენ ქვიშა-ხრეშით სავსე რომელი მდინარე ქმნის პრობლემას. ეს კონკრეტული მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო დონეზე გადასაწყვეტი საკითხია.  არ შეიძლება მოქალაქეებმა  იმიტომ ამოიღონ ინერტული მასალა,  რომ მდინარე გასუფთავდეს  ნაშალისგან. სამართალდარღვევა არის, როცა  უკანონოდ ხდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება“.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტის  ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე  მხოლოდ კახეთში ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების 20 ფაქტია გამოვლენილი. კანონის დამრღვევთაგან ზოგი კერძო პირი იყო, რომელსაც მასალა  საკუთარი სახლის მშენებლობისთვის ესაჭიროებოდა, ხოლო ზოგი იყო იურიდიული პირი, რომელიც მასალას შემდგომი რეალიზაციისთვის მოიპოვებდა. ინერტული მასალების თვითნებური მოპოვებისათვის 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმაა დაწესებული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წელს  შესული ცვლილების თანახმად, თუ აქამდე კანონდამრღვევი პირი მხოლოდ ჯარიმდებოდა, ამიერიდან კანონი მოპოვების იარაღისა და სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციასაც ითვალისწინებს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года





Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии спасли пожилого мужчину, который оказался один дома и плохо себя почувствовал


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Ани Лорак

«Я не понимала, что нравилась многим мальчикам». Ани Лорак вспомнила свой школьный выпускной в шоу «УТРО. ТНТ»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Медийный баскетбол, киберспорт и турнир ММА: Константин Пухов рассказал о мероприятиях Международного центра бокса (Наташа)

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин

Академия Плющенко требует почти два миллиона со сбежавшей от них юной спортсменки


Даниил Медведев

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Концерт

Концерт в музее им. П.И. Чайковского



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России