ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი საზოგადოებას „სკანდალურ პროცესს“ ჰპირდებიან
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანი და მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია ორ დღეში, საქალაქო სასამართლოში აპირებენ სარჩელის შეტანას იმ 8 პირის წინააღმდეგ, ვინც მათი განცხადებით, დევდარიანის საწინააღმდეგო კამპანია დაგეგმა ერთი მიზნით: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრობაზე კანდიდატურა მოეხსნა ზვიად დევდარიანს.