მირზა სუბელიანი ისევ დაკითხვაზეა
შსს-ში ამ დრომდე გრძელდება პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმესთან. ბოლო დღეების განმავლობაში სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამედ დაიბარეს. მისი განცხადებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს, დადებული აქვს გაუთქმელობის ხელწერილი და მედიასთან დამატებით კომენტარს არ აკეთებს. შსს-შია მისული სუბელიანის ადვოკატიც, რომლის თქმით, მას შსს-ში მისვლა მირზა სუბელიანის ოჯახმა სთხოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხდებით, „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და წარსდგეს საგამოძიებო კომისიის წინაშე“.