გულაგის მუზეუმი: მოსკოვმა დოკუმენტების განადგურების ბრძანება გასცა
რუსეთში განთავსებული გულაგის მუზეუმის განცხადებით, ერთ-ერთმა მკვლევარმა აღმოაჩინა მოსკოვის მიერ 2014 წელს გაცემული საიდუმლო ბრძანება, რომ უნდა განადგურდეს საბჭოეთის პერიოდის პატიმართა შესახებ შემორჩენილი დოკუმენტების ნაწილი - ისტორიკოსები ამ ნაბიჯს "კატასტროფულს" უწოდებენ. მკვლევარმა, სერგეი პრუდოვსკიმ მოპოვებული დოკუმენტი ინტერნეტში გამოაქვეყნდა და მუზეუმსაც მიაწოდა. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრუდოვსკიმ მოპოვებული ინფორმაცია გაუზიარა ისტორიკოსებსაც, რის შედეგადაც საქმეში ჩაერია ადამიანის უგლებების დამცველი ორგანიზაცია. გულაგში, საბჭოთა ციხეების ბანაკში 17 მილიონამდე ადამიანი იქნა გაგზავნილი 1930-იან და 1940-იან წლებში.