ნატოს აღმოსავლეთ მხარეს სურს რეგიონში გაიზარდოს ალიანის წარმომადგენლობა
ნატოს აღმოსავლეთის წევრი ქვეყნები, რომლებიც "ბუქარესტის ცხრიანის" სახელით არიან ცნობილი, მოახლოებულ სამიტზე ალიანსს მოუწოდებენ გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა რეგიონში, მათი თქმით რუსეთის "აგრესიის" ფონზე. "ნატოს 2018 წლის სამიტმა კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს ალიანსის ერთიანობა და 360-გრადუსიანი მიდგომის სულისკვეთებით უნდა უპასუხოს ამჟამად არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც არიან მოკავშირეები" - განაცხადა ჯგუფმა 8 ივნისს ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ. პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, ამ ქვეყნების სურვილია ალიანსის წარმომადგენლობა გაიზარდოს მათ რეგიონში და სრული სპექტრის მისაღწევად ნატოს ამჟამინდელ ქვეით ძალებს დაემატოს "საჰაერო და საზღვაო" კომპონენტები.