პანკისის ხეობაში მცხოვრებთა აქციაში ზაზა სარალიძეც მონაწილეობს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში მიმდინარეობს ადგილობრივ მცხოვრებთა აქცია. მისი მონაწილეები მოითხოვენ 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარებას და დასჯას იმ პირისა, რომელმაც ახალგაზრდას მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა. პანკისელების მოთხოვნაა, პასუხი აგონ იმ პირებმაც, რომლებმაც სპეცოპერაცია არასწორად დაგეგმეს. გარდაცვლილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად თბილისიდან დუისში ჩავიდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. სოლიდარობის აქცია, „ნუ მომკლავ“ გაიმართა თბილისშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.