რატომ შეეწია მამუკა ბახტაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარით?
პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა დაინტერესდა იმით, თუ რატომ გადაურიცხა მამუკა ბახტაძემ 20 ათასი ლარი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის აგვისტოში.