ტრამპის პრესმდივანს რესტორანი დაატოვებინეს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესმდივანს, სარა სანდერს, და მისი ოჯახის წევრებს პარასკევს საღამოს დაატოვებინეს რესტორანი ვირჯინიის შტატში მას მერე, რაც მათ ეს მოსთხოვა რესტორნის მფლობელმა.
სტეფანი უილკინსონმა, ქალაქ ლეგსინგქონში მდებარე რესტორან „რედ ჰენის“ მფლობელმა, ამგვარად გამოხატა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებით უკმაყოფილება. მისი აზრით, სანდერსი „არაადამიანურ და არაეთიკურ“ გუნდში მუშაობს, წერს „ვაშინგტონ პოსტი“.