ერდოანი: თურქეთი იმყოფება დემოკრატიული ცვლილებების ახალ ეტაპზე
„საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა თურქეთს საშუალებას მისცემს უფრო ჩქარი ტემპით შეაბიჯოს მსოფლიოს ყველაზე მეტად განვითარებული ქვეყნების რიგებში“ - საინფორმაციო სააგენტო ანადოლუს ცნობით, ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში, იუსქუდარის რაინში, საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ. „თურქეთი იმყოფება დემოკრატიული ცვლილებების ახალ ეტაპზე, იცვლება სახელმწიფო მმართველობა“, - შენიშნა ერდოანმა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების მსვლელობისას სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა. სააგენტოს ცნობით, მაღალია არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი, რომელმაც წინა არჩევნებზე 85% შეადგინა. ერდოანმა განაცხადა, რომ დღის ნაწილს სტამბოლში გაატარებს, რის შემდეგაც გაემგზავრება ანკარაში, საიდანაც დააკვირდება შედეგების გამოცხადების პროცესს.