ერდოანი თავს გამარჯვებულად აცხადებს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეპ ტაიპ ერდოანმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა მას მერე, რაც ცნობილი გახდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები.
მას მერე, რაც დათვლილია ხმების 87%-ზე მეტი, წინასწარი მონაცემებით, ერდოანი ლიდერობს 53,7%-ით. მის უახლოეს მეტოქეს, მუჰარემ ინჯეს 30,2% აქვს. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური.
ხმების 88%-ის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც ლიდერობს ერდოანის პარტია. მას 43% აქვს. მთავარი ოპოზიციური პარტია, სახალხო რესპუბლიკური პარტია, 22%-ით მეორე ადგილზეა. პროქურთული სახალხო დემოკრატიული პარტია, როგორც ჩანს, გადალახავს 10%-იან ზღვარს და შეძლებს პარლამენტში ადგილების მოპოვებას. ორივე არჩევნებში ამომრჩეველთა დაახლოებით 87%-მა მიიღო მონაწილეობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების წინასწარი მონაცემები მანიპულირებულია.
არჩევნები განიხილება გამოცდად ერდოანისთვის, რომელიც 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავს ქვეყანას სულ უფრო მეტად ავტორიტარული სტილით.